Thursday, August 11, 2011

პროექტი – "მეგობრობა, რომელიც დროს უძლებს".


პროექტის სახელწოდება
მეგობრობა, რომელიც დროს უძლებს.

პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეებისათვის „ონელი“ ებრაელებისა და ჩვენი თანაქალაქელების მეგობრობის  ამბის შეხსენება.
   
პროექტის აქტუალობა
ტოლერანტობის თემა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. პროექტის განხორციელებით მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო გახდება, რომ სარწმუნოებისა და ეროვნების სხვაობა ადამიანებს შორის მეგობრობას ხელს არ უშლის. მოსწავლეები ისტ–ისა და პირადი  კომუნიკაციის საშუალებით მოიპოვებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას; მიღებული ცოდნა მათ განუმტკიცებს ეფექტური კომუნიკაციის უნარს.

პროექტის მიზნები
მოსწავლეებში ტოლერანტობის განმტკიცება;

ისტ–ისა   და პირადი კომუნიკაციის საშუალებებით ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარის განვითარება;

პრეზენტაციის მომზადება;

ონელებისა და ებრაელების ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტური მასალებით ბლოგის შექმნა.

მონაწილეთა ასაკი
16–17 წელი

ვადები/ხანგრძლივობა
         პროექტის ხანგრძლივობა 1 თვე.  

3  კვირა ინფორმაციის მოპოვებისათვის;

1 კვირა ინფორმაციის დახარისხებისა და ინტერნეტში განთავსებისათვის;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები დაუმეგობდებიან ისრაელში მცხოვრებ ყოფილ თანაქალაქელებსა და მათ შთამომავლებს;



განუმტკიცდებათ ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

გაიწაფებიან ისტ ტექნოლოგიების გამოყენებასა და მისი საშუალებით პრეზენტაციის მომზადებაში;

მოპოვებული მასალებით შექმნიან ბლოგს.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ინტერნეტი;

ისტ საშუალებების გამოყენებისათვის საჭირო ცოდნა და უნარ–ჩვევები (ინტერნეტში მუშაობისა და სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა);

კომპიუტერი;

პროექტორი.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები
1 კვირის ვადაში მოსწავლეები ინფორმაციას მოიპოვებენ იმ ონელებისაგან, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ ახლო ურთიერთობას ისრაელში დაბრუნებულ „ონელ“ ებრაელებთან. შეკრებენ მათი ურთიერთობის ამსახველ მასალებს, ამბებს. მოძებნიან  „ონელ“ ებრაელებთან დაკავშირების საშუალებებს.

   2 კვირის ვადაში მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით ურთიერთობას დაამყარებენ ისრაელში დაბრუნებულ ყოფილ თანაქალაქელებთან და მათ შთამომავლებთან. მოიპოვებენ პროექტისათვის საჭირო  დოკუმენტურ მასალას.

 1 კვირის ვადაში მოსწავლეები დაახარისხებენ მოპოვებულ მასალებს,  მოამზადებენ პრეზენტაციას და შექმნიან ბლოგს.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

კავშირი ისტ–თან;

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს  მოსწავლეებში პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას:
 1)  ციფრული წიგნიერება – ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება  მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებისათვის;
 2) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია –   სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბება, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება,  გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვ.
პროექტის ხელმძღვანელი    (მასწავლებელი)
თეონა შერაზადიშვილი
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა
teona.shera@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
teoshera.blogspot.com


No comments:

Post a Comment